უკან
15/6/2024

ფოლიუმის მჟავა- ვიტამინი B9

საკვლევი მასალა- ვენური  სისხლი

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

კლინიკური მნიშვნელობა:

ფოლიუმის მჟავა (FA) არის B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინი (B9), ომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესებში. FA აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების დიფერენციაციისთვის, ძვლის ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უჯრედების გაყოფისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის სწორი განვითარებისთვის.

როდის გავიკეთოთ ანალიზი?

  • მეგალობლასტური ანემიის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • ქალები, რომლებიც აპირებენ ორსულობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ჰყავთ ბავშვი ნერვული მილის დეფექტით;
  • ანტიკონვულსანტებით, ანტიფოლატებით (მეთოტრექსატი), პირიმეტამინით (ანტიმალარიული), სულფასალაზინით (ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს), ორალური კონტრაცეპტივებით მკურნალობის მონიტორინგი;
  • მალაბსორბციის სინდრომები;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
  • არასრულფასოვანი კვებაზე მყოფი მოხუცი.

გაზიარება

უახლესი

2/2/2026

ნიპაჰის ვირუსი

რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...

მეტის წაკითხვა
3/2/2026

მექანოთერაპია - ბინაზე გამოძახებით

...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025